რას ამბობს ნინო წილოსანი თბილისში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე?
მესმის, რომ ზაფხულია და მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი. არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება - საქართველოში მოწესრიგებულია საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას და აკრედიტაციას კარგად არეგულირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში რუსეთი რუსულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გეგმავს და შესაფერის ადგილს უკვე ეძებენ.