loader

"ბავშვი ვიპოვეთ! ღმერთმა არ გამოაცდევინოს არავის ასეთი ნერვიულობა" - თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვეს, მოზარდის დეიდა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვი ვიპოვეთ! ღმერთმა არ გამოაცდევინოს არავის ასეთი ნერვიულობა" - თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვეს, მოზარდის დეიდა მიმართვას ავრცელებს

თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვეს. ინფორმაციას ბავშვის დეიდა ელენე ხასია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ბავშვი ვიპოვეთ! მადლობა დიდი ყველას. მთელი უბანი, მთელი თბილისი წამში ფეხზე დადგა. ჟურნალისტები, განყოფილება, სულ ყველა ფეხზე დადგა. ყველა ეძებდა, ყველა კითხულობდა.

მადლობა დიდი ყველას. ბავშვი და ჩემი და განყოფილებაში წაიყვანეს დაკითხვაზე.

რაც მთავარია, უვნებელი და ცოცხალი დაგვიბრუნდა. ღმერთმა არ გამოაცდევინოს არავის ასეთი ნერვიულობა" - წერს ბავშვის დეიდა ელენე ხასია.

ბავშვის დაკარგვის შესახებ ელენე ხასიამ სოციალურ ქსელში დაახლოებით ერთი საათის წინ დაწერა.

"ხალხნო დაგვეხმარეთ, ბავშვი დაიკარგა, ჩემი დისშვილი. წურწუმიაზე შენიშნეს შრამიან კაცთან ერთად.

დედას ტელეფონი წაიღო მაგ კაცმა და რომ დავრეკეთ, გათიშა. იმის თქმა მოასწრო, რომ ბავშვთან ერთად ვარო.

ლევანიკოს ვერ ვპოულობთ რამდენიმე საათია, ვეძებთ უშედეგოდ. იქნებ მოკრათ თვალი სადმე. კაცი არის ტატუებიანი, სახეზე შრამი აქვს. გადააზიარეთ რომ დაგვეხმაროთ პოვნაში" - ნათქვამი იყო გავრცელებულ ინფორმაციაში.