ფარული ჩანაწერები - ვინ არის ნარკოტიკების დილერი ქალი მეტსახელად "ხათუნა", რომელიც ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის სათავეში იდგა?
45 წლის ნარი კაჯაევია, ნარკოტიკების დილერი ,, მეტსახელად “ხათუნა“- სწორედ ის იდგა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის სათავეში. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი გამოძიებით ირკვევა, რომ კაჯაევმა უცხოეთის ორ მოქალაქესთან ერთად შექმნა ნარკოტიკებით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელი. კურიერი დღეს ბორჯომში ნარკოდილერის რეგისტრაციის მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ ნარი კაჯაევი საქართველოში წლებია არ იმყოფება და ის დიდი ხანია თურქეთში ცხოვრობს.
ვიდეო: "რუსთავი 2"