"საშინელი შესახედია ხალხო, კატასტროფა" - ქართველი ტურისტი საბერძნეთიდან ვიდეოს ავრცელებს
17 ივლისს, საბერძნეთის კურორტ ლაგონისში, ხანძრის გამო, უამრავი სახლი დაიწვა და განადგურდა. ხანძრის გავრცელებას, ძლიერი ქარი უწყობდა ხელს.
ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებს, ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ. ცეცხლის კერების ჩასაქრობად, მობილიზებული იყო უამრავი მეხანძრე და რამდენიმე ერთეული ტექნიკა, ასევე, თვითმფრინავი და ვერტმფრენები.