loader

"დავიწყებ გუშინდელი სამწუხარო ფაქტით" - რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავიწყებ გუშინდელი სამწუხარო ფაქტით" - რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ?

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფარმაცევტული კომპანიების მიერ მსგავსი ქმედება არის სამწუხარო ფაქტი.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში ექნებათ, რომელთა წამყვან კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი უკვე მოეწერა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება.