უმძიმესი ავარია გურჯაანში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: "მთავარი"