loader

"თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ?" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ?" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს

„ფორმულა“ არის ბატონი კეზერაშვილის, ადამიანის, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში. კაცმა მილიარდი დოლარი მოიპარა, „ფორმულასაც“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს მოპარული, ევროპელი პენსიონერების ფულით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილმა გაძარცვა ჯარი და ატერორებდა ბიზნესს.

„მე არავითარი დისკომფორტი არ მაქვს, ამას რომ გახსენებთ, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ.

მართებული არ არის კი არა, ესაა აბსოლუტური ამორალურობა და გამაოგნებელი სინამდვილე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ჯარი, ბიზნესი რეკეტის ქვეშ ჰყავდა, მთლიანად დატერორებული ჰყავდა, მოიპარა ასეულობით მილიონი ჯერ აქ საქართველოში და შემდეგ ყველაზე დიდი ძარცვა ჩაატარა, საუკუნის ძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა ევროპაში და მაგ ფულით აფინანსებს თქვენს ტელევიზიასაც, უხდის ხელფასებს ყველას და ოპოზიციას. დღეს როგორც ვიცი, თუ არ ვცდები, იბარებს ოპოზიციონერებს, პოლიტიკოსებს და აძლევს ინსტრუქციებს. თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ, კეზერაშვილის ტელევიზია? მე თქვენზე არ მაქვს საუბარი, თქვენ წარმოადგენთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. დიახაც, „ლუზერებს" წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც მე წეღან ვახსენე, იმიტომ, რომ მათ, გარდა ჩვენი ქვეყნის დაზიანებისა, არაფრის მოტანა შეუძლიათ", - განაცხადა პრემიერმა.