"მივესალმები პარტიულ სტრუქტურებში ახალი სისხლის დაწინაურებას!'' - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ენმ-ში განხორციელებულ ცვლილებებს?
"მივესალმები პარტიულ სტრუქტურებში ახალი სისხლის დაწინაურებას!" - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"მივესალმები პარტიულ სტრუქტურებში ახალი სისხლის დაწინაურებას! ამ რუსული სისტემის ჩამოშლას ბევრი ენერგია და გამბედაობა სჭირდება, რომელიც სწორედ ახალგაზრდებისგან მოდის და ისინი აუცილებლად გაარღვევენ ამ ჯებირს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 18 ივლისს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა და სხვადასხვა თანამდებობაზე ახალი სახეები წარადგინა.