loader

რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც წელს შავ ზღვაზე იმყოფებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც წელს შავ ზღვაზე იმყოფებოდნენ

უკრაინაში, ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდრო­ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით დაბინძურებული შავი ზღვის კადრებს. ამ ინფორმაციის ფონზე მოსახლეობა სულ უფრო აქტიურად სვამს კითხვას, უსაფრთხოა თუ არა წელს წყალში შესვლა?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. ბოლო მონაცემებით, წყლის სინჯებში 59 პარამეტრის მნიშვნელობები დამაკმაყოფილებელია.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავ ზღვაში 13 მძიმე მეტალის, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადების, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია განისაზღვრა.

თუმცა ეკოლოგები შიშობენ, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვის დაბინძურება არის მექანიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური.

მათი თქმით, დიდმა წყლის ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს ზღვის სიმტკნარის შეცვლა, შესაბამისად, ზღვის ბინადრების დაღუპვა, რაც ზღვაში ორგანული ნარჩენების რაოდენობას გაზრდის, რამაც შესაძლოა სხვადასხვა მიკრობის, მათ შორის, პათოგენური მიკრობების გამრავლება გამოიწვიოს.

როდესაც წყლის დიდი ნაკადი ხერსონის ოლქიდან დაიძრა, ექსპერტებმა მალევე დაიწყეს ლაპარაკი ნაღმების დაძვრის დიდ საფრთხეზეც. ერთი ნაღმი 13 თებერვალს ბათუმის სანაპიროზეც აფეთქდა.

კაშხლის აფეთქების შემდეგ საზოგადოების ნაწილის აზრი ორად გაიყო. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა წელს ზღვაზე წასვლას არ აპირებს.

რა მოხდება მომავალში, პროგნოზირება რთულია, რადგან ის გარემო პირობებსა და ტალღურ რეჟიმზეა დამოკიდებული.