სამტრედიაში 4 წლის ბავშვი დაიღუპა
სამტრედიაში უბედურ შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
შემთხვევა 12 ივლისს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვი ეზოში არსებულ ორმოში ჩავარდა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო: ambebi.ge