"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია" - კახა კალაძე ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება
დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება.