loader

"5 წლის ბიჭი ჩემ თვალწინ დაიხრჩო, დედის კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა... ამ ყველაფრის პარალელურად, აუზი არ დახურულა" - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5 წლის ბიჭი ჩემ თვალწინ დაიხრჩო, დედის კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა... ამ ყველაფრის პარალელურად, აუზი არ დახურულა" - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ ჩაქვში. სას­ტუმ­რო "ოა­ზის­ში" აუზ­ზე 5 წლამ­დე ბავ­შვი და­იხ­რჩო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბიჭი დე­დას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა აუზ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"დახ­რჩო­ბის მო­მენ­ტი არა­ვის და­უ­ნა­ხავს. რო­გორც ჰყვე­ბი­ან, აზ­რად არ მოს­ვლი­ათ, თუ ბავ­შვი იხ­რჩო­ბო­და. დედა-შვი­ლი ქუ­თა­ი­სი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რი­ვმა.

ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ც­ველე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. მომ­ხდა­რის ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი წერს, რომ არა კომ­პლექ­სუ­რი გულ­გრი­ლო­ბა, ახლა 5 წლის ბიჭი ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

"დღეს ჩემი ფან­ჯრე­ბის წინ 5 წლის ბიჭი და­იხ­რჩო აუზ­ში, ჩაქვში - სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზის­ში….

- სას­ტუმ­როს რომ თი­თო­ე­ულ აუზ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი მაშ­ვე­ლე­ბი ჰყო­ლო­და, რომ­ლე­ბიც გა­ა­კონ­ტრო­ლებ­დნენ აუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ას

- სას­ტუმ­როს რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედპუნ­ქტი ჰყო­ლო­და, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბო­და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის სწო­რად გა­კე­თე­ბა

- სას­წრა­ფო რომ 30 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით არ მო­სუ­ლი­ყო

- სას­წრა­ფოს რომ თან ჰქო­ნო­და ინ­ტუ­ბა­ცი­ის აპა­რა­ტი და მხო­ლოდ ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ბავ­შვის­თვის

პა­ტა­რა ბიჭი დღეს შე­იძ­ლე­ბა ისევ თა­ვის დე­დას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­მო­და..

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, აუზი, სა­დაც 5 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო, ერთი წა­მი­თაც არ და­ხუ­რუ­ლა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბი არ­ხე­ი­ნად გა­ნაგ­რძობ­დნენ ბა­ნა­ო­ბას… რა გვჭირს?? ეს ყვე­ლა­ფე­რიც მთავ­რო­ბას ხომ არ უნდა და­ვაბ­რა­ლოთ?" - წერს თვითმხილ­ვე­ლი.