"დადასტურდა ინფორმაცია და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ძმა, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი აღარ მყავს" - რას წერს ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი?
"დადასტურდა ინფორმაცია და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ძმა, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი აღარ მყავს" - ამის შესახებ დაკარგული 22 წლის ბიჭის, ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი, მარიკო ოქროპირიძე სოციალურ ქსელში წერს.
თბილისის ზღვაზე 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს რამდენიმე დღე ეძებდნენ.
"დადასტურდა ინფორმაცია და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ძმა, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი აღარ მყავს. ვერასდროს ვნახავ და ძველებურად ვეღარ ვიხალისებთ. ყველაზე საშინელი ზაფხული არის და ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა . მიყვარხარ ძალიან ლუკა, ჩემი დიდი იმედი იყავი ჩემს სიცოცხლეში მუდამ მეყვარები, ჩემო ძამიკო, გული მტკივა ჩემო ყველაზე გულიანო ბიჭო," - წერს ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი მარიკო ოქროპირიძე.