loader

"34 წლის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, და­ი­ღუ­პა იმი­ტომ, რომ ზო­გი­ერ­თი ექი­მი, ექი­მი კი არა, მკი­თხა­ვია!" - რას წერს მარიცა კვანტალიანის ახლობელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"34 წლის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, და­ი­ღუ­პა იმი­ტომ, რომ ზო­გი­ერ­თი ექი­მი, ექი­მი კი არა, მკი­თხა­ვია!" - რას წერს მარიცა კვანტალიანის ახლობელი?

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "პირ­ვე­ლი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ცა კვან­ტა­ლი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"34 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა "პირ­ვე­ლი არ­ხის" სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­დი­უ­სე­რი მა­რი­ცა კვან­ტა­ლი­ა­ნი“, - ვკი­თხუ­ლობთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი კახა ჯა­ნაშ­ვი­ლი წერს, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბა გახ­და. კერ­ძოდ, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ცა კვან­ტა­ლი­ანს სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, თუმ­ცა რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი დად­გინ­და, უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

"მა­რი­ცას, ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი. ჩემი ძმა­კა­ცის გაზ­რდი­ლი შვი­ლია. დე­დი­სერ­თა, უნი­ჭი­ე­რე­სი გო­გო­ნა. პირ­ვე­ლი არ­ხის, სპორ­ტუ­ლი რე­დაქ­ცი­ის პრო­დუ­სე­რი იყო. ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვაც ჰქონ­და და უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, ჩვე­ნი სა­ხით.ახლა, ვსვამ კი­თხვას: რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, რო­დე­საც 34 წლის, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გოგო, და­დი­ო­და კვლე­ვებ­ზე, იკე­თებ­და ანა­ლი­ზებს, სიმ­სივ­ნე ვერ ეპოვ­ნათ?! 34 წლის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, და­ი­ღუ­პა იმი­ტომ, რომ ზო­გი­ერ­თი ექი­მი, ექი­მი კი არა, მკი­თხა­ვია! ( რა თქმა უნდა, ყვე­ლა ექიმს არ მო­ვი­აზ­რებ, ამა­ში) კვლე­ვებ­ზე, სა­დაც მა­რი­ცა და­დი­ო­და, რა ექი­მე­ბი ხართ, დრო­უ­ლად, რო­გორ ვერ და­ად­გი­ნეთ, რომ ამ სი­ცო­ცხლით სავ­სე გო­გოს მდგო­მა­რე­ო­ბა, მე-4 სტა­დი­ის კი­ბომ­დე არ მი­სუ­ლი­ყო?!

რო­გორ ვერ იპოვ­ნეთ, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში?!! გე­კი­თხე­ბით, ახლა ვინ ხართ, თქვენ?! რა გინ­დათ სა­ერ­თოდ, პა­ცი­ენ­ტებ­თან, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში! ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა გა­ექ­ცეთ, ამ ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ იქ , უფ­ლის­გან, ვერ­სად წახ­ვალთ! თქვენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მკვლე­ლე­ბი ხართ!თქვენ, მო­კა­ლით მა­რი­ცა, თქვე­ნი უვი­ცო­ბის და უცო­დინ­რო­ბის გამო!" - წერს ჯა­ნაშ­ვი­ლი.