loader

"ახლაც ამ ტანჯვის პროცესს გავდივარ ნუცუბიძის "ანტრეში" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლაც ამ ტანჯვის პროცესს გავდივარ ნუცუბიძის "ანტრეში" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვმუშაობ კაფეებში - ყველა კაფე, თბილისის ნებისმიერ უბანში, სავსეა რუსებით, ისმის ხმამაღალი რუსული. ახლაც ამ ტანჯვის პროცესს გავდივარ ნუცუბიძის ანტრეში. ამას რომ თავი დავანებოთ, ძველი თბილისის კაფეების უმრავლესობა რუსების არის (ალბათ, სხვა უბნებშიც ასეა).

ახლა მანქანა გასარეცხად დავტოვე სამრეცხაოში, სადაც 1 წლის წინ ქართველი რეცხავდა, დღეს ყველა მრეცხავი რუსია. ჩემი მეგობარი ბათუმში ბინას ვერ ქირაობს, ყველა ბინა რუსებს აქვთ დაკავებული. ფაქტია, რომ ნელ-ნელა რუსები ყველა სფეროში ქართველებს ანაცვლებენ, რაც მოსალოდნელი იყო. ამას რანაირად უნდა შევეგუოთ, არ მესმის. აგერ, 2008-ში ხალხი დაგვიხოცეს და 20% ოკუპირებული აქვთ. ძალიან მძიმე ასატანია ეს გარემო პირადად ჩემთვის." - წერს ნათია მეზვრიშვილი.