loader

"მოწმე ჰყავს, ფანჯრიდან დაინახა ამ ქალის მეგობარმა, რომ მას აუპატიურებდნენ" - სექსუალური ძალადობის შემზარავი ამბავი თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოწმე ჰყავს, ფანჯრიდან დაინახა ამ ქალის მეგობარმა, რომ მას აუპატიურებდნენ" - სექსუალური ძალადობის შემზარავი ამბავი თბილისში

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი" აცხა­დებს, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯგუ­ფუ­რად ჩა­ი­დი­ნეს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ივ­ლისს თბი­ლის­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ძა­ლა­დე არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ ერთი კაცი. შემ­თხვე­ვის დროს და მომ­დევ­ნო 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­ძა­ლა­დე­ებ­მა მას წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით, მცი­რე ოდე­ნო­ბის სას­მელ­თან ერ­თად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნეს. ქა­ლის მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც, ამავდრო­უ­ლად, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტის შემ­სწრეა, პო­ლი­ცია ად­გილ­ზე­ვე გა­მო­ი­ძა­ხა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მხო­ლოდ საქ­მე­ში "სა­ფა­რის“ ჩარ­თვის შემ­დეგ და­ი­წყო.

პო­ლი­ცი­ამ კლი­ნი­კას, სა­დაც ქალი გა­და­იყ­ვა­ნეს, არ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. ამი­ტომ, მე­ო­რე დღეს ის ისე გა­მო­წე­რეს, რომ არ ჩა­უ­ტა­რეს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, არ და­უთ­ვა­ლი­ე­რეს სხე­უ­ლი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლის აღ­მო­სა­ჩე­ნად, არ აუ­ღეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის და ა.შ.

საქ­მე­ში "სა­ფა­რის“ ჩარ­თვის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და ქალს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ის გულ­გრი­ლი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო მთე­ლი რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ნად­გურ­და. მაგ. ქა­ლის ტან­საც­მე­ლი ამო­ი­ღეს დაგ­ვი­ა­ნე­ბით; არ გა­მო­კი­თხუ­ლან სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, არ ამო­ღე­ბუ­ლა მათი ტან­საც­მე­ლი და ჭურ­ჭე­ლი, სა­ი­და­ნაც ქალს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­წამ­ლუ­ლი სას­მე­ლი და­ა­ლე­ვი­ნეს; პო­ლი­ცი­ამ არ შე­მო­სა­ზღვრა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, გა­და­ი­თე­ლა.

გარ­და ამი­სა, ქა­ლის ჰყვე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს მის მი­მართ ცი­ნი­კუ­რი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე. ის ქა­ლის ტე­ლე­ფონ­ში ათ­ვა­ლი­ე­რებ­და მის ფო­ტო­ალ­ბომს, რი­თაც, თით­ქოს ქა­ლის ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობ­და. ასე­ვე, ქალს არ­წმუ­ნებ­და, რომ თუ ვერ და­ამ­ტკი­ცებ­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტს, შე­საძ­ლოა, თა­ვად ის და­ე­კა­ვე­ბი­ნათ.

"სა­ფა­რი“, რო­გორც ქა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი, ითხოვს, საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად თბი­ლი­სის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს გა­და­ე­ცეს, და­ი­კი­თხოს ყვე­ლა მოწ­მე, ამო­ი­ღონ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რისი ამო­ღე­ბაც ამ დრომ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლია და ჩა­ტარ­დეს ყვე­ლა სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა საქ­მის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, "სა­ფარ­მა“ უკვე შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლე­ბის ფაქ­ტზე და ითხოვს მათ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას." - აცხა­დებს "სა­ფა­რი".