ლუკა ლაცაბიძის ძებნის ოპერაციისას, თბილისის ზღვაში სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს
უკვე მე-4 დღეა თბილისში 21 წლის ბიჭს ლუკა ლაცაბიძეს ახლობლები და სამართალდამცაველები ეძებენ.
მას მერე, რაც პოლიციამ მისი ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი თბილისის ზღვაზე ნახა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო. ზღვაში მყვინთავები მუშაობენ.
ambebi. ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ამ ოპერაციისას ცხედარი ნახეს, თუმცა ეს ლუკა არ აღმოჩნდა. ჩვენი წყაროს თქმით, ნაპოვნი შუახნის მამაკაცია, რომელიც უცხოელი უნდა იყოს.
შსს-ს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.