"ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა" - რა განაცხადა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ?
იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარეობს, პოლონელი ექიმების მიერ ბიოლოგიური ნიმუშების ფარულად გამოტანით, ძალიან დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლისა და მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია დიდი სიცრუეა.