loader

"შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია" - რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია" - რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია.

"ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.