"საოცრად ამაღელვებელი და ლამაზი კადრები... საპატრიარქოს გუნდის სოლისტს ასეთი დახვედრა მოუწყეს" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"საოცრად ამაღელვებელი და ლამაზი კადრები, საპატრიარქოს გუნდის სოლისტს გიორგი ხუნაშვილს აეროპორტში ასეთი ლამაზი დახვედრა მოუწყეს, ღმერთმა გამოაჯანმრთელოს გიორგი" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელი და "ბასიანის" მომღერალი გიორგი ხუნაშვილი კორეაში გასტროლზე ცუდად გახდა და პერიტონიტის დიაგნოზით კომაში იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და გიორგი ხუნაშვილი ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა.