loader

"მადლობა, რომ მშვიდობა გვაქვს საქართველოში... თქვენმა ყოველმა ნაბიჯმა იხაროს" - ირაკლი ღარიბაშვილი ცაგერში მოსახლეობას შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადლობა, რომ მშვიდობა გვაქვს საქართველოში... თქვენმა ყოველმა ნაბიჯმა იხაროს" - ირაკლი ღარიბაშვილი ცაგერში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, დავით აღმაშენებლის ქუჩა და სკვერი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ცაგერის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

"ცაგერში აღნიშნული პროექტები პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში განხორციელდა.

აშენდა ახალი აგრარული ბაზრის თანამედროვე სტანდარტების შენობა.

ცაგერში დასრულდა ლადო ასათიანის სახელობის სკვერის და რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული 17 შენობის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სკვერის საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა დამატებითი გარე განათება, განახლდა რეკრეაცია, შენობების ფასადები, ვიტრაჟები, საფეხმავლო ზოლი და მიმდებარე სახლების ღობეები.

ცაგერში სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად, პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებზე დაიხარჯა 5,031,885 ლარი, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაოებზე დამატებით იგეგმება 1,0 მლნ ლარის ინვესტირება.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.