"გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე" - შალვა პაპუაშვილი უკრაინის ხელისუფლებას
სამწუხაროდ, ევროპარლამენტარების წერილში ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე - ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, ეს ევროპარლამენტარები დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ევროპარლამენტარების მოწოდებას.
პაპუაშვილის თქმით, ვინც კი მიხეილ სააკაშვილის საკითხს გაეკარა, ყველა შერცხვა საქართველოს წინაშე, მათ შორის ევროპარლამენტარები, უკრაინის პრეზიდენტი და ელჩები.