მანანა კობახიძე მსჯავრდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილზე თავდასხმაში დათა ახალაიას ადანაშაულებს
საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმეში მსჯავრდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილის ლიკვიდაციის მცდელობაში, მისი ადვოკატი მანანა კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების უფროსს დათა ახალაიას ადანაშაულებს. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 21 მარტს, ათენში ნუგზარ ბოჭორიშვილზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ადვოკატის განცხადებით, ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას მიერ. როგორც კობახიძე ამბობს, გამოძიება საბერძნეთის პოლიციამ უკვე დაიწყო, დაიკითხა ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელმაც დეტალური ჩვენება მისცა დათა ახალაიას წინააღმდეგ.
კობახიძის თქმით, თავდასხმამდე ბოჭორიშვილს დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელიც დაემუქრა და ახსენებდა დათა ახალაიას სახელს. იგი ითხოვდა შეხვედრას საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბოჭორიშვილმა ბერძნულ პოლიციას მიმართა და გამოძიება არის დაწყებული.
გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, ერთი წლის წინ ოთარ ლომინაძე რომელიც არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, დაუკავშირდა ნუგზარ ბოჭორიშვილს და მისგან გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს ჩარიცხვას ითხოვდა, მათ შორის მილიონნახევარი ევროს გადაცემას ითხოვდა ნაღდი ფულის სახით.
კობახიძის ცნობით, მათ საქმე გააგზავნეს ევროსასამართლოში და სწორედ ამას უკავშირდება ხელისუფლებისა და ქართველი სამართალდამცავების შეშფოთება. როგორც ადვოკატი ირწმუნება, სამართალდამცველებს ბოჭორიშვილისგან 133 გრამი კოკაინი არ ამოუღიათ. მისი თქმით, ნარკოტიკის ამოღება რომ მომხდარიყო, ეს აუცილებლად დაფიქსირდებოდა იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებით 2007-2011 წლებში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
მისი თქმით, ზემოხსენებული ფაქტი არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, რომელშიც მსოფლიოში ნარკოტიკებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე იყო საუბარი.