loader

ვრცელდება იაპონიაში საქართველოს ელჩზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება იაპონიაში საქართველოს ელჩზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები

ტოკიოში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავასა და მის მძღოლს თავს დაესხნენ, - მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას ელჩი თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

იაპონური მედიის ცნობით, თავდასხმა ტოკიოში, საქართველოს საელჩოსთან ახლოს მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ელჩი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა, მანქანიდან კაცი გადმოვიდა და ელჩის ავტომობილის მისამართით დაიწყო ყვირილი. მოგვიანებით კი მანქანასთან მიიჭრა და იქიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყვანა სცადა.

როგორც მოგვიანებით თემურ ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან არ იცის თავდასხმა მიზანმიმართული იყო თუ არა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის მისაღები.

ინციდენტის შედეგად არც საქართველოს ელჩი და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან.

მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.