ბათუმის სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიხურა.
40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავება. ბრალდება 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა. 13 წლის გოგოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მოზარდი ბებიას მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი წარსულში არაერთხელ ნასამართლევია.
წყარო: მთავარი არხი