"მხოლოდ ჩემს თავზე არ მაქვს ეჭვი“ - მიტროპოლიტი ანტონი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის განცხადებით, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე ერთადერთი ვისზეც ეჭვი არ აქვს, საკუთარი თავია. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გაგებაში არ ვარ, წარმოუდგენელია, სიმართლე გითხრათ. ფაქტი ისაა, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია [მეტალები] და ეს ისეთი რამაა, რაც ჰაერიდან არ ჩნდება.
ერთადერთი ვისზე ეჭვიც არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს“. – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.
ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელებული ცნობით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს, სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
წყარო: DOGMA.GE