"ეს იყო იმიტირებული ძარცვა და ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა" - ნოდარ მელაძის თქმით, მისი ავტომანქანა გაქურდეს
ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ავტომანქანა გაქურდეს.
"ეს იყო იმიტირებული ძარცვა და ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა. ეს რომ ყოფილიყო რიგითი ქურდობა, ამ შემთხვევაში ავტომანქანიდან წაიღებდნენ იმას, რაც ნახეს - ჩემი საათი, ბავშვის საათი, პირადი ნივთები... ყველაფერი მანქანაშია, არაფრისთვის ხელი ნახლები არ არის. წაღებულია მხოლოდ სამსახურებრივი გარე მეხსიერების ბარათი (ვინჩესტერი), რასაც როგორც ჟურნალისტი, მასალის გადასაწერ-გადმოსაწერად ვიყენებდი. მძარცველებს ინტერესი ჰქონდათ საბუთების მიმართ, რომლებიც მანქანაში შესანახ ყუთში იდო" - განაცხაადა ნოდარ მელაძემ.
შსს-ს ცნობით, საქმე 177-ე (ქურდობის) მუხლით აღიძრა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ვიდეო: "მთავარი არხი"