loader

“გახსოვთ, მეტროსადგურ "გოცირიძეს" რამდენ ხანს უტარდებოდა რეაბილიტაცია? დასრულდაო, თქვეს და მივედი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე განახლებული მეტროსადგურიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გახსოვთ, მეტროსადგურ "გოცირიძეს" რამდენ ხანს უტარდებოდა რეაბილიტაცია? დასრულდაო, თქვეს და მივედი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე განახლებული მეტროსადგურიდან

“გახსოვთ, ხომ, მეტროსადგურ "გოცირიძეს, რამდენ ხანს უტარდებოდა რეაბილიტაცია? ისიც ხომ გახსოვთ, უნივერსალური დიზაინის კომპონენტების გათვალისწინების ვალდებულება რომ აქვს თბილისის მერიას? რეაბილიტაცია დასრულდაო, თქვეს და მივედი, დავინტერესდი, რა გაკეთდა. ტაქტილური ბილიკები არ იყო დასრულებული - თქვეს, დავასრულებთო. ყველანაირი ვადის შემდეგ დღესაც გადავამოწმე და დამხვდა არასრულად შესრულებული სამუშაო.

სულ რომ მადლობის თქმა მინდოდეს თქვენთვის თბილისის მერია / Tbilisi City Hall ამის შესაძლებლობას არ მაძლევთ. ეს იმის ბრალია, რომ საქმეში მისაწვდომობის ექსპერტებს არ რთავთ და როგორც მოგეწონებათ, ისე აკეთებთ. ამას პლუს, ზოგიერთ ადგილას ფილა მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უხარისხოდაა დაგებული. უნივერსალური დიზაინი არაა დეკორაცია, იგი მნიშვნელოვანია ადამიანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით. გიგა სოფრომაძე - მგონი, დროა, საკონსულტაციო საბჭოს ფუნქცია მაქსიმალურად აამოქმედოთ და სამუშაოს სწორად შესრულებისკენ მოუწოდოთ ყველას, ვინც ამ საკითხზე მუშაობს. ვიდეოში ვხსნი, ზუსტად რა პრობლემაცაა. არ მინდა, ჩემი და სხვა აქტივისტების, თანამებრძოლების დახარჯული დრო და ენერგია წყლის ნაყვა იყოს, რადგან ბოლო პერიოდში არაერთხელ ჩავერთეთ სამუშაო პროცესში და მოგახსენეთ ჩვენი ხედვები.“ - მიმართავს კახა კალაძეს ანა სიხაშვილი და ვიდეოს ავრცელებს.