“აგერ, ბატონო, დოკუმენტი... წარმოუდგენელი სიბინძურეა” - რას წერს თაკო ჩარკვიანი?
"ეს "გირჩი" ხვიჩია რომ გაჰკივის - გაჰკიოდა ვითომ გულშემატკივარივით თავდაცვის კოდექსში ცვლილებებზე, დღეს კენჭისყრა იყო და "გირჩმა " წინააღმდეგ ხმა არ მისცა. ხალხნო, გესმით, რა ავანტიურაა" - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იაგო ხვიჩია ჩვეულებრივი პროვოკატორი და თაღლითია.
"ეს "გირჩი" ხვიჩია რომ გაჰკივის - გაჰკიოდა ვითომ გულშემატკივარივით თავდაცვის კოდექსში ცვლილებებზე, დღეს კენჭისყრა იყო და "გირჩმა " წინააღმდეგ ხმა არ მისცა. ხალხნო, გესმით, რა ავანტიურაა.
ორი დღის წინ კიოდა ეს "იაგო ხვიჩია" - როსტომ ჩხეიძე ქვორუმს უქმნიდაო - ღალატობდა ოპოზიციასო. აგერ, ბატონო, დოკუმენტი - როსტომ ჩხეიძემ წინააღმდეგ მისცა ხმა. აშკარად წინააღმდეგ მისცა კაცმა ხმა/ ანუ ჯგუფი "თავისუფლება" , მეც წინააღმდეგ მივეცი ხმა, როგორც უფრაქციო დამოუკიდებელმა დეპუტატმა, "რეფორმების" ჯგუფმაც (ანუ გიორგი ვაშაძის) წინააღმდეგ, როგორც ვხედავთ "ნაცებიდანაც" (ვინც იქ იყო) წინააღმდეგ მისცეს ხმა.
აი, სწორედ "გირჩმა" არ დააჭირა წინააღმდეგ - წარმოუდგენელი სიბინძურეა, "ქვორუმი" კი არა, სულ მთლად კენჭისყრის დროს არ მისცა ხმა თავად ფსევდო "სკანდალის" ამტეხმა "გირჩმა", ესე იგი, არ ყოფილა ასე მნიშვნელოვანი "გირჩისთვის" ეს თავდაცვის კოდექსი მათთვის ხომ?! ხომ ასეა? ჩემ წინ ისხდნენ და წინააღმდეგ თითი არ დააჭირეს.
აბა, რაში დასჭირდათ და ვის დავალებას ასრულებს "გირჩი" და კერძოდ იაგო ხვიჩია? აქ საინტერესო ის გახლავთ, რომ თავად მოგონილი ფსევდო სკანდალის ინიციატორი ხვიჩია იყო, სხვებს - სხვა პარტიების წევრებს, რომ შეეკავებიათ თავი ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ყველას თავისი აზრი აქვს - მათი აზრი და უფლებაა, მაგრამ პოლიტჯგუფი "გირჩი" პარლამენტში, რომელიც დღედაღამ ვითომ თავს იკლავს ამ თავდაცვის კოდექსის გამო, ვითომ "ტანზე იხევენ", აი, მათგან არის ნონსენსი და ღიმილის მომგვრელი... ჩვეულებრივი პროვოკატორები და თაღლითები არიან - განსაკუთრებით იაგო ხვიჩია... კომენტარი თქვენთვის მომინდვია .იხილეთ ქვემოთ დოკუმენტი..." - წერს ჩარკვიანი.