“მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს; თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი; “ციანიდის საქმეც“ არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, სინამდვილეში არანაირი საქმე არ არსებობს“ - მეუფე ნიკოლოზი
“მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? - ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი - „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია“ - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ინტერესშია და „შემთხვევითი ამბავი არ არის“.