"რომ გავიარე, ბოკერიას შეაგინეს; მე არ დამეზარა, მივბრუნდი, იმათ ვაგინე" - რა ინციდენტი გადახდა თამარ ჩერგოლეიშვილს ქუთაისში, რომლის ამსახველ ვიდეოსაც თავად ავრცელებს?
თამარ ჩერგოლეიშვილს ქუთაისში ინციდენტი გადახდა თავს, რის შესახებაც ის სოციალურ ქსელში წერს და ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს:
"დევნილების უბანში კარდაკარის და შეხვედრების შემდეგ მივდივართ ღვინის დეგუსტაციაზე მე და სალომე. შეგვხვდნენ ჩვენები - დევნილების კარდაკარიდან ბრუნდებოდნენ. მნათე შემოგვიერთდა. იქვე რაღაც ბირჟა იყო და ხმაურით ყურადღება მივიქციეთ. მიცნეს. რომ გავიარე, ბოკერიას შეაგინეს. მე არ დამეზარა, მივბრუნდი, იმათ ვაგინე. მერე ვცადე, აეხსნათ, რა წესში უწერიათ, მათ ქალაქში სტუმარი რომაა ჩამოსული, ველურივით მოქცევა და გინება. ანუ რატომ მაგინებინეს თავი - მაინტერესებდა. სტუმრად არ აღგიქვამთო.
დღეს, სულ მცირე, 200 ქუთაისელს შევხვდი პირადად მე და ყველამ სტუმრად აღმიქვა. ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, დგას ბაბუაჩემის მამის ულამაზესი სახლი. ხოდა, რავი აბა …გავაგრძელებდი ლაპარაკს, უბრალოდ წავიდნენ" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.