loader

“სად არიან ის კუნთმაგარი “ტიპები”, რომლებიც დასდევენ ეგრეთ წოდებულ მათთვის მიუღებელ არატრადიციულ ორიენტაციებს?! ამორალურობა და ინცესტი ნუთუ პროტესტს არ იწვევს თქვენში?“ - მარკუს მეტრეველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სად არიან ის კუნთმაგარი “ტიპები”, რომლებიც დასდევენ ეგრეთ წოდებულ მათთვის მიუღებელ არატრადიციულ ორიენტაციებს?! ამორალურობა და ინცესტი ნუთუ პროტესტს არ იწვევს თქვენში?“ - მარკუს მეტრეველი

მომღერალი მარკუს მეტრეველი ბათუმში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ წერს, სადაც მამამ 13 წლის შვილზე სექსუალურად იძალადა:

“დღის ამბები: მამამ შვილი გააუპატიურა; გუშინ ბაბუამ შვილიშვილი; შვილიშვილმა მოხუცი ბებია და ასე შემდეგ, ვეღარ ჩამოვთვლი ამ საშინელებებს.

ძალიან მაინტერესებს, ამ ანომალიური შემთხვევების დროს სად არიან ის კუნთმაგარი “ტიპები”, რომლებიც ერთმანეთზე, ზურგზე შემომჯდრები, გულზე ჯვარაკრული დასდევენ ეგრეთ წოდებულ მათთვის მიუღებელ არატრადიციულ ორიენტაციებს?! ვსვამ შეკითხვას, ეს მართლაც ანომალიური მოვლენა თქვენთვის ტრადიციულია და მიღებული? სად ხართ? რატომ არ აპროტესტებთ? ძალადობა, ამორალურობა და ინცესტი ნუთუ პროტესტს არ იწვევს თქვენში?“ - წერს მარკუს მეტრეველი.