“არც ერთხელ არ გაუპროტესტებიათ პედოფილია პრორუსულ ძალადობრივ ჯგუფებს, მარტო ზრდასრული კაცების ნებაყოფლობითი სექსი აინტერესებთ“- რას წერს ბაია პატარაია ბათუმში მამის მიერ 13 წლის შვილის გაუპატიურების შესახებ
“დღეს დააკავეს კაცი 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის… არაერთი პედოფილიის საქმე გვაქვს საფარი • Sapari-შიც. ბავშვებზე მასიურად ძალადობენ სექსუალურად და ერთხელ არ გამიგია ალტ-ინფო და სხვა ნაყარ-ნუყარი ჯგუფები ამას აპროტესტებდნენ. არა! ისინი მხოლოდ სხვა ზრდასრული კაცების ტრ**ის სადარაჯოზე დგანან და რომ კითხო, ბავშვებს ვიცავთო. ტყუილი! ბავშვები მათ ფეხებზე კიდიათ.
არც ერთხელ არ გაუპროტესტებიათ პედოფილია პრორუსულ ძალადობრივ ჯგუფებს, მარტო ზრდასრული კაცების ნებაყოფლობითი სექსი აინტერესებთ: რა უბედურებაა ეს ავადმყოფური ინტერესი სხვისი სექსუალური ცხოვრების მიმართ? დაეტიეთ საკუთარ ტყავში და თუ ბავშვების დაცვა გინდათ, პედოფილებისაგან დაიცავით ისინი. პედოფილების აბსოლუტური უმრავლესობა ჰეტეროა, ანუ ალტ-ინფოს რუსული ტერმინით, ე.წ. ნატურალია.“ - წერს ბაია პატარაია.