loader

"ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა "მშრალზე" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა "მშრალზე" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს.

"გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს. არადა, საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა.

საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, ყოველგვარი ომის გარეშე ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო.

საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე.

ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში. გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია" - წერს სააკაშვილი.