"ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი უბედურება მოხდა... მინდა გითხრათ ერთი რამ..." - რას ამბობს კახა კალაძე წყნეთში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილ 16 წლის ბიჭზე
"ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი უბედურება მოხდა... ყველამ უნდა იცოდეს, დენის ნებისმიერი კუსტარულად დაერთება არის უკანონობა. მინდა გითხრათ ერთი რამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ე.წ. ფანჩატურში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა არ ყოფილა გაცემული", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.