რატომ ტოვებს დავით სერგეენკო პარლამენტს - რას ამბობს ირაკლი კობახიძე?
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდის. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.