"ყველა წყალწაღებულს გაუმარჯოს" - დატბორილი სამეგრელოდან გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ყველა წყალწაღებულს გაუმარჯოს" - დატბორილი სამეგრელოდან გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"თქვენ გაიხარეთ, ისევ, ისევ ერთმანეთი გავამხნევოთ, თორემ ტირილით დავიღალეთ მართლა. ესეც ჩაივლის და კარგად იქნებით ღმერთის წყალობით. აბა, მთავრობის იმედით ჩემი მტერი იყოს...
როგორი პოზიტიურები არიან. რას იზამ, ბუნებას წინ ვერ აღუდგები...
იუმორი თუ გადაარჩენს ჩვენს ხალხს. ღმერთმა გაგვაძლიეროს და იოლად გადაატანინოს ყველა ადამიანს განსაცდელი...
ასეთ დროსაც რომ ხალისობთ, სიკეთით და სიხარულით გეცხოვროთ, ქართველებო. ლხინი და ქეიფი არ მოგიშალოთ ღმერთმა...
ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში კიდევ ეგ უნდოდა ხალხს? კიდევ კარგი, იუმორის შეგრძნება არ დაუკარგავთ, გამძლეობას გისურვებთ, გეხაროთ...
ეს სადღეგრძელო უნდა ჩაემატოს..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ადიდებული მდინარეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია.
ვიდეო: "სენაკის ქრონიკა"