“ამ ჩანაწერის შემდეგ ზუსტად 1 თვეში გარდაიცვალა…“ - XXI საუკუნის ფიროსმანის, ელენე ლუხუტაშვილის ბოლო ინტერვიუ, რომელმაც ნაგავში ნაპოვნი ნამსხვრევებისგან შეუფასებელი ნიმუშები შექმნა
“ბრაო ელენე, ბრაო” - ეს არის ჩემი ოცნების ინტერვიუ, რომელიც 2018 წელს კახეთში ჩავწერე XXI საუკუნის მსოფლიო დონის ლეგენდარულ ქართველ ხელოვანთან, ელენე ლუხუტაშვილთან. ამ გადასახედიდან, ტექნიკურად და პროფესიულად არ მომწონს ბევრი რამ ამ ვიდეოსა და ინტერვიუში, თუმცა იმდროინდელი შესაძლებლობებითა და რესურსით, ვთვლი, რომ უბრალოდ და ადამიანურად, ბევრი რამ გავაკეთე და არც კი მჯერა, საავტორო 14 გადაცემა ყოველგვარი დაფინანსებისა და არაფრის გარეშე როგორ შევქმენი.
მოკლედ, საინტერესო სიუჟეტია და აქვე დაგწყვეტთ გულს - ეს ბოლო ინტერვიუა ელენე ლუხუტაშვილის. ამ ჩანაწერის შემდეგ ზუსტად 1 თვეში ის გარდაიცვალა…“ - წერს “ნიგო“.
სრული ვერსია: