loader

"ნუთუ ეს დიდი სურვილია? - ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, უკრაინა ნატოს გააძლიერებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუთუ ეს დიდი სურვილია? - ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, უკრაინა ნატოს გააძლიერებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

აქ იმ ნატოს რწმენით მოვედი, რომელიც არ ყოყმანობს; რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი ნატოს რწმენით მოვდიოდი; ნატოსი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს, ეს რწმენა გადაწყვეტილებებში დარწმუნებაში გადაიზარდოს, რომლებსაც უკრაინა იმსახურებს და რომლებსაც ყოველი უკრაინელი მებრძოლი, ყოველი უკრაინელი მოქალაქე, ყოველი უკრაინელი დედა და ყოველი უკრაინელი ბავშვი ელის.

“ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, უკრაინა ნატოს გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.