დიანა ღურწკაიას პირველი საჯარო მიმართვა ქმრის გარდაცვალების შემდეგ - “მადლობას გიხდით ყველას, რომ ასეთ მძიმე პერიოდში მხარს გვიჭერთ“
ერთ თვეზე მეტია, მომღერალი დიანა ღურწკაია გარდაცვლილ ქმარს გლოვობს. პიოტრ კუჩერენკო რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს ოფიციალური პირი გახლდათ, რომელიც მივლინებიდან შინ ბრუნდებოდა და თვითმფრინავში გარდაიცვალა. დიანა კუჩერენკოზე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. წყვილი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდა.
დიანას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სასწრაფოდ მოუწია უარის თქმა სატელევიზიო პროექტ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობაზე, სადაც შვილთან, 15 წლის კოსტია კუჩერენკოსთან ერთად მღეროდა.
ახლახან შოუს ფინალი შედგა, რომელზე დასწრებაც დიანამ სტუმრის ამპლუაშიც კი ვერ შეძლო. აღმოჩნდა, რომ ის ყოველდღე მიდის ქმრის საფლავზე.
ვიდეო: Комсомольская Правда