loader

კადრები ხობიდან, სადაც საავადმყოფო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დაიტბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ხობიდან, სადაც საავადმყოფო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ადიდებული მდინარეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში აუცილებელი გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია. ისინი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს დგება, ამიტომ აუცილებელია დამბის გამაგრება.