loader

"გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში, ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის" - ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში, ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის" - ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა

ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორტთან უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­დნენ.

მი­რან­და ცე­ცხლა­ძემ ავა­რი­ის შე­დე­გად უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მას სხე­უ­ლის დიდი ნა­წი­ლი დამ­წვა­რი ჰქონ­და და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­და.

ცნო­ბის­თვის, ავა­რია ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორტთან რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და.

ავ­ტო­მან­ქა­ნა ბოძს შე­ე­ჯა­ხა და მან­ქა­ნა აფეთ­ქდა. ავარიას 4 ბიჭის სიცოცხლე შე­ე­წი­რა. ასე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა ლან­ჩხუ­თე­ლი გო­გო­ნა.

"ეკა, მირანდა, გამიგია თქვენი მეგობრობის შესახებ, როგორი მყარი მეგობრობა გქონდათ... ისევე გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში. ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის. მიყვარხართ და მუდამ მეყვარებით. არასდროს დამავიწყდება თქვენი ჟრიამული, თქვენი ღიმილი არასდროს დამავიწყდება...როგორ ხელჩაკიდებული მორბოდით, როცა მე დამინახავდით და ორივე როგორ თბილად ჩამეხუტებოდით და მეტყოდით, მარი, მარი, ჩვენ ძალიან გვიყვარხაროოო და ისევ თბილად ჩამეხუტებოდით... დამაკლდება თქვენი სითბო, მაგრამ გამახსენდება ის, რომ ჩემი ორი და ერთად არის იმ ქვეყნად. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი და ნათელი თქვენს ხსოვნას, ეკა, მირო" - წერს გარდაცვლილი გოგონების მეგობარი სოციალურ ქსელში.