შენი სანდო თანამგზავრი 15 წლის გახდა - როგორ აღნიშნა რადიო „პალიტრამ“ იუბილე?
რადიო „პალიტრა“ 15 წლის გახდა. ღონისძიებას, რომელიც „შატო დე ვერეში“ გაიმართა, ბიზნესპარტნიორები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და პალიტრა მედიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიების პარტნიორი იყო კომპანია PSP, მხარდამჭერები კი ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“, ბრენდები - „გალბანი“ და „პრეზიდენტი“, კომპანია „კოლორ პაკი“ და „ფავორიტი“.
ღონისძიებაზე მოეწყო გათამაშება. სტუმრებისთვის საჩუქრები პარტნიორმა კომპანიებმა დააწესეს. რადიო „პალიტრა“ ჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან მაუწყებლობს ტალღაზე Fm 103.9.
®