"გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა! გრცხვენოდეთ!" - გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა "ფორმულას" სიუჟეტს ეხმაურება
გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში "ფორმულას" სიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ სიუჟეტი არის ტყუილზე აწყობილი.
"ძალიან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ.
ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი და ასეთი გადაცემების კეთება სირცხვილია.
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას გიორგი ბეგლარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, მინდა განვმარტო, რომ გიორგის გარდაცვალება არანაირ კავშირში არ არის ჩემი შვილის საქმესთან. გიორგი პირადად დამიკავშირდა რამდენიმე თვის წინ და მითხრა, რომ შეეძლო კამერების გასუფთავება, რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ.
იგი არანაირ ვიდეოს არ ფლობდა, სადაც ნაჩვენებია მკვლელი. ეს არის ტყუილი და "ფორმულას" მიერ შეთხზული ისტორია!
გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა! გრცხვენოდეთ" - წერს ნატო ხუტაშვილი.