loader

"საბავშვო ბაღში მამაკაცმა 6 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ცივი იარაღით მოკლა" - შემზარავი შემთხვევა ჩინეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საბავშვო ბაღში მამაკაცმა 6 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ცივი იარაღით მოკლა" - შემზარავი შემთხვევა ჩინეთში

ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, საბავშვო ბაღში, ცივი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 6 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულია 3 ბავშვი, ერთი პედაგოგი და 2 მშობელი.

სამართალდამცველებმა 25 წლის მამაკაცი დააკავეს.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციამ მომხდარი „განზრახ თავდასხმად“ შეაფასა.