"4-ჯერ გაისროლეს" - თბილისში ბაბუას და შვილიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
თბილისში ბაბუას და 32 წლის შვილიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის პოლიციის შენობის გვერდით დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ სცადა დაპირისპირებული მამაკაცების გაშველება. თავდამსხმელმა ორივეს ცეცხლი გაუხსნა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მოხუცს და 32 წლის კაცს დაზიანებები ზურგის და ფეხის არეში აღენიშნებათ.
ვიდეო: "TV პირველი"