"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს, მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას, სანამ..." - სანდრა რულოვსი
"მე ის (მიხეილ სააკაშვილი) 2021 წლის სექტემბრის შემდეგ არ მინახავს. საბერძნეთში როცა ვიყავით ერთად, ამის მერე არ მინახავს და მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას, მანამ, სანამ გათავისუფლდება და სხვა დროსა და ვითარებაში, ჯანმრთელობის და განთავისუფლების პირობებში, ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე საუბარი" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, "შაბათის ფორმულასთან" განაცხადა.