მულახის გზაზე მანქანა მდინარეში გადავარდა - დაიღუპა 2 ადამიანი
“მთავარი არხის“ ინფორმაციით, მულახის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - მანაქანა მდინარეში გადავარდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები მდინარიდან უკვე ამოასვენეს. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.
ავარია გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.
დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები თბილისში გადაასვენეს.