"აზოვის" მეთაურების კიევისთვის გადაცემა უკრაინისა და თურქეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევაა“ - დიმიტრი პესკოვი
"აზოვის" მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება არსებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევაა , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
„"აზოვის" მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული ხელშეკრულებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში პირობები დაირღვა როგორც უკრაინული, ასევე, თურქული მხარის მიერ", - განაცხადა პესკოვმა.