"მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას, მინდა მოვუწოდო შს სამინისტროს" - სალომე ზურაბიშვილი
შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება, - ამის შესახებ მან დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტის შეფასებით, დღეს საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება დაირღვა.